თეგი: რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროკავშირის და მისი პარტნიორების პასუხი იქნება მტკიცე და ერთიანი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო. რობერტა მეცოლამ რუსეთს მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაზე მიუთითა. უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ერთიან და მტკიცე რეაგირებას მოახდენენ. ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

რობერტა მეცოლა: მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა

მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „დავრწმუნდეთ რომ მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა. პირელ რიგში უნდა დავაორგანიზოთ ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომ გავუმკლავდეთ იმ ადამიანთა საჭიროებებს, რომლებიც ომს გაურბიან და საჭიროებენ თავშესაფარსა და დაცვას“, - განაცხადა მეცოლამ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა.  შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა რობერტა მეცოლა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.  „ევროპარლამენტის პრეზიდენტი დაინტერესებულია საქართველოთი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.  რობერტა მეცოლას  სახით ჩვენს ქვეყანას  ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე წაიკითხეთ  შალვა პაპუაშვილიმა ევროკომისარ დიდიერ რეინდერსთან ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გასატარებელი რეფორმები განიხლა 

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ცდილობს წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს

მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს - ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაიგზავნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა. „სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება. გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსული აგრესია უკრაინაში და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს ხელი 2022 წლის 3 მარტს მოაწერა.  ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც. ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს შალვა პაპუაშვილიმა ევროკომისარ დიდიერ რეინდერსთან ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გასატარებელი რეფორმები განიხლა   

ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა დღეს კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო მეცოლამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "გამბედაობა, ძალა, სიმტკიცე. ვოოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში. დიდება უკრაინას", - წერს მეცოლა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიზიტს Facebook-ზე გამოეხმაურა. „ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერაში. მადლიერი ვარ, რომ თქვენ სინათლის მხარეს ხართ. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ“, - წერს ზელენსკი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  რობერტა მეცოლა: რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ რობერტა მეცოლა: მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. „შეძრწუნებული ვარ რუსეთის არმიის სისასტიკის გამო ბუჩაში და სხვა გათავისუფლებულ რაიონებში. ეს არის პუტინის საომარი დანაშაულებების ცივი რეალობა. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება. უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე. ასევე წაიკითხეთ: შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

რობერტა მეცოლა: მივესალმებით განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან

„ჩვენი ინსტიტუტი მიესალმება განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განცხადა. „გვესმის სირთულეები, გამოწვევები და საფრთხეები, რომლის წინაშეც არიან ეს ქვეყნები. მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, ასევე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად და პარლამენტს ამის გაკეთება არ მოერიდება“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის ლიდერების NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ, 22 აპრილს მოლდოვამაც შეავსო. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა უნდა უზრუნველვყოთ შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე  

რობერტა მეცოლა: უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმედით უყურებენ

ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმედით უყურებენ. მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „18 წლის წინ, პირველ მაისს, ვალეტაში ვიდექი, მთელი ქვეყანა წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ცხრა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირს შეურთდებოდა. ახლაც მახსოვს აურაცხელი შესაძლებლობების, იმედის და მომავლის რწმენის განცდა. ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას იმავე განცდით და იმედით უყურებენ, მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა და ამისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ჩემი თაობისთვის ევროპა კლიშეა საერთო ოცნებაზე, საერთო ღირებულებებზე, საერთო მომავალზე, ერთად ყოფნაზე. ჩვენთვის ევროპა მომავალია. ის ყოველთვის იყო მომავალი. ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებებში პოლარიზაცია გაიზარდა. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც თავს დაკარგულად, მიტოვებულად გრძნობს. ჩვენ უნდა შევძლოთ ლიდერობა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივს, რომელიც ასე ადვილად და ასე სწრაფად იკრეფს ძალას; დეზინფორმაციას, რომელსაც ბოტები და რუსული ტროლების ქარხნები ქმნიან“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ. მისივე თქმით, გლობალური დემოკრატიის დღის წესრიგი ახლა ისე მძიმედ აწევს ევროპის მხრებზე, როგორც არასდრო. „ეს ჩვენი მომენტია, მომენტი, როცა უნდა გავიგოთ, რომ ევროპა არის ბუჩას ქუჩებში, მარიუპოლის გვირაბებშიც, ირპენის თავშესაფრებსა და ზმეინის კუნძულის ნაპირებთანაც“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები. პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას  ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს  ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა  

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. მართლმსაჯულების სფეროში რეფორმები ასევე გადამწყვეტია

 ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, - წერს მეცოლა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა

რობერტა მეცოლა: უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის, ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ უპასუხა კითხვარს სინათლის სიჩქარით და სწორედ ამ სიჩქარით ველოდებით ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებს. ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ჩვენი ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში. მე მაქვს სრული მანდატი ამის სათქმელად“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ.  28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ევროკავშირის 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია რუსეთის ნავთობემბარგო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ EU რუსეთის სრულ ნავთობემბარგოს მხარს არ დაუჭერს.   

შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს

მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაშია აღნიშნული. მისივე თქმით, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს „ის შთამბეჭდავი პროგრესი“, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია. „კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული. საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ შიდა საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თითოეული მთავრობა და ოპოზიცია არასდროს იყო გაყოფილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ერთიანობა მაძლევს უფლებას, გავიმეორო ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ გთავაზობთ და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“,- ნათქვამია პაპუაშვილის მიმართვაში. მისივე შეფასებით, საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება. „უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ. საქართველოს მიღწევები და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით. გამოწვევები რჩება. თუმცა, ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს“,- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მიმართვაში.

რობერტა მეცოლა: ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს, ეს ეხება ყველას, ვინც განაცხადი გააკეთა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის პოზიციაა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. რობერტა მეცოლამ აღნიშნული კომენტარით ევროპარლამენტში რუსლან სტეფანჩუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას: „რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი ქართველებისა და მოლდოველებისადმი? უნდა ველოდოთ თუ არა ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერას ამ სამი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით?“. რობერტა მეცოლას თქმით, ეს გზავნილი ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი წევრობაზე. „დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს უკრაინის რადას სპიკერთან, ისევე, როგორც ჩემს კოლეგებთან მოლდოვიდან და საქართველოდან. ევროპარლამენტი აცხადებს უკიდურესად მკაფიოდ, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი და სურს, ევროპულ ოჯახს შეუერთდეს. ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს თუ ჰკითხავთ, ისინი ახსენებენ ქვეყნებს, რომლებიც ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩემთვის ეს პოზიცია არის მკაფიო. ამ თვეში, მოგვიანებით ევროპული საბჭოს სხდომაზე წავიღებ ევროპარლამენტის ურყევ გზავნილს. დღეს მე დავადასტურე, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენ მას მივესალმებით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, – წერს რობერტა მეცოლა. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. „უკრაინა უნდა მივიღოთ კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების რეკომენდაცია გასცა. კერძოდ, ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაა საბჭოს მიმართ, რომ საქართველოს მისცეს ევროპული მომავალი, მაგრამ შეხედოს როგორ დააკმაყოფილებს პირობებს, ვიდრე კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მისცემენ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

რობერტა მეცოლა: უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოსაც მივცეთ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა

„მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა. "უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ძლიერი პოლიტიკური მესიჯია. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“, - წერს რობერტა მეცოლა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: 14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დრო, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი, დაიჭრა. დაღუპულია - თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა დაიჭრა - 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია მოხდა „14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი. ჩვენ არასოდეს მივიღებთ „ძლევამოსილების უფლებას“. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას“, – აღნიშნავ რობერტა მეცოლა მისივე Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

რობერტა მეცოლა: ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი

პირველ რიგში, გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული, მისასალმებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ევროპარლამენტი ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო და არის თქვენი ქვეყნის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვაგრძელებ საუბარს თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ რეკომენდაციებს მისდევთ. ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი. ასეთია ჩემი პოზიცია თქვენს ქვეყანასთან მიმართებითაც“, - განაცხადა მეცოლამ.  

რობერტა მეცოლა: პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერ განაგებს ჩვენს გადაწყვეტილებებს

პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერ განაგებს ჩვენს გადაწყვეტილებებს, როგორ გადავიხადოთ გადასახადები. ჩვენ ვზრუნავთ ევროპის მოქალაქეებზე, რომლებსაც უჭირთ გადასახადების გადახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. რობერტა მეცოლა: ევროკავშირმა უკრაინას ტანკები უნდა მიაწოდოს და გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს „პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერ განაგებს და ვერ იქონიებს გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე, თუ როგორ გადავიხადოთ გადასახადები. ჩვენ ვზრუნავთ ევროპის მოქალაქეებზე, რომლებსაც უჭირთ გადასახადების გადახდა.  უნდა ვიცოდეთ, თუ რას ვაკეთებთ, როდესაც მარაგები ამოიწურება. უნდა ვიმოქმედოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, შეწყდეს სპეკულაციები და ფასები შემცირდეს. ეს არის ყველას პრიორიტეტი და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ ერთიანი და ეს ყველაზე დიდი მონაპოვარი“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ. ზელენსკი რუს ოკუპანტებს: თქვენ უკვე წააგეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რობერტა მეცოლა: უნდა დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს და ჰყავთ ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნდა დაიცვან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ „ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი“. ამასთან, რობრტა მეცოლამ აღნიშნა, რომ  მიესალმება განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა აღასრულებს სანქციებს. „ასეთია მოლდოვა. ასე რომ, ისეთი შეხვედრები, როგორიც გუშინ გაიმართა, მისასალმებელია. მივესალმებით განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებს მათ. ეს ასევე არანაირად არ გამორიცხავს იმ ძალიან მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნებიან ეს: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე არ უნდა დაგვავიწყეს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.  

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტის საიტზე მომხდარ კიბერშეტევაზე, პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროპარლამენტის საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო". ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა „ჩემი რეაქცია: #SlavaUkraini" “-  წერს რობერტა მეცოლა.  ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა ევროპარლამენტის ვებგვერდზე, კიბერშეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო დაგმო.   

ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ

ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. „იმედის გენერატორების“ ინიციატივა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერის დარიო ნარდელამ წამოიწყეს, მიზნად ისახავს ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და სატელეფონო ხაზები. „ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს შესანიშნავი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტებზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად", - თქვა მეცოლამ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპის ყველა ქალაქს და რეგიონს შეუერთდნენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას.  

ევროპარლამენტმა და ბელგიის ქალაქებმა უკრაინას პირველი „იმედის გენერატორები“ გადასცეს

ევროპარლამენტი, ბრიუსელისა და ბელგიის რამდენიმე ქალაქის საქალაქო ხელისუფლებასთან ერთად, „იმედის გენერატორების“ ინიციატივის ფარგლებში უკრაინას პირველ გენერატორებს გადასცემს.  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.  „მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ ინსტიტუტს, რომელიც გამოხატავს სოლიდარობას", -  წერს მეცოლა Twitter-ზე.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროპარლამენტის წევრებს, შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ლობირება აეკრძალოთ

ორგანიზაციის ლობირებისა და გამჭვირვალობის წესების განახლებით, რომელიც ინსტიტუტის პრეზიდენტის მიერ არის წარმოდგენილი, ევროპარლამენტის წევრებს შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ლობირება ორი წლით აეკრძალოთ. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. წყაროების თქმით, მეცოლა სულ 14 წინადადებას წარდგენს. წინადადებები, რომლებიც Politiсo-სთვის გახდა ხელმისაწვდომი, აუკრძალავს ევროპარლამენტარებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან არაოფიციალური მეგობართა ჯგუფების შექმნას, და ავალდებულებს დეპუტატებს, მიაწოდონ ინფორმაცია მათი შემოსავლის წყაროების შესახებ. „პარლამენტისადმი სანდოობა დაირღვა დეკემბერში, როდესაც ბელგიის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება მოქმედი და ყოფილ ევროპარლამენტარების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ქრთამის აღებაში კატარისა და მაროკოს კეთილგანწყობის სანაცვლოდ“, - წერს Politiсo.  

იმედი მაქვს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2023 წელს დაიწყება - რობერტა მეცოლა

იმედი მაქვს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2023 წელს დაიწყება, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ლვოვში გააკეთა. „მე იმედიანად ვარ განწყობილი, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე წელს დაიწყება. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ: ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლას შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს. „ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს ზურაბიშვილი.  

რობერტა მეცოლა: ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ

დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ზე წერს. “ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ. დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის და საქართველომ არ გამოტოვოს ეს ისტორიული შესაძლებლობა. მადლობა, პრეზიდენტო ზურაბიშვილო, საქართველოს ევროპულ მოწოდებაში თქვენი რწმენისთვის”, - წერს მეცოლა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლის წინ გამართა შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ,  რობერტა მეცლოლასთან.  

საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა - რობერტა მეცოლა

საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა - ასე უპასუხა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ქართველ ახალგაზრდას ევროპარლამენტში, ევროპის ახალგაზრდული ღონისძიების (EYE) გახსნისას, რომლის ნაწილიც კითხვა-პასუხსაც დაეთმო.  „თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ თუ გჯერათ, რომ რაიმეს მიღწევა შესაძლებელია, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. მე მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა არის ევროპული, ჩვენი კულტურა, ტრადიცია, ფუნდამენტური კრიტერიუმები არის ევროული. გასულ წელს, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა, მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ - ევროპული პერსპქეტივა - ამით ბედნიერები ვართ, რადგან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის“, - მიმართა ქართველმა ახალგაზრდამ რობერტა მეცოლას. რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა, რომ თიოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს და არსებიბს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. „ჩემი გამოცდილებით შემიძლია, გითხრათ, ჩემს ქვეყანას (მალტა, რედ.) ზოგჯერ ეუბნებოდნენ - დაელოდე, ზოგჯერ - სწრაფად იარე წინ, ზოგჯერ - ბევრი გააკეთე, მაგრამ ჩვენ ყოველი ნაბიჯის დროს ვრწმუნდებოდით, რომ შეგვეძლო, ევროკავშირის წევრობას მივახლოვებოდით. ეს არის ევროპარლამენტი - ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის ამბობს, რომ გაფართოება ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა იყოს. და ჩვენ ამას ვამბობთ, რადგან ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი. ეს არის ღირებულებების, მშვიდობის, თავისუფლების ბლოკი. თქვენ შეგიძლიათ, შეიგრძნოთ გულისცემა იმ მოსახლეობისა, რომელიც ამბობს: ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირში. გასულ კვირას აქ, ევროპარლამენტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი და ზუსტად ის განაცხადა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. მე შემიძლია, დაგიდასტუროთ ჩემი ერთგულება, ეს ერთგულება ძალაშია და ჩვენ წინ ვივლით“, - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.  ინფორმაციისთვის, EYE ევროპარლამენტში აერთიანებს ათასობით ახალგაზრდას მთელი ევროკავშირიდან და მსოფლიოდან, რომ მონაწილეებმა გაუზიარონ და ჩამოაყალიბონ თავიანთი იდეები ევროპის მომავლის შესახებ.  

რობერტა მეცოლამ თბილისში „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლა დაგმო

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაგმო „პრაიდ ფესტივალის„ „ძალადობრივი ჩაშლა“, რომელიც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში, 8 ივლისს უნდა გამართულიყო. „გასულ შაბათს საქართველოში ჩვენ ვნახეთ „თბილისი პრაიდის” ძალადობრივად ჩაშლა. ამ დებატებში ანტი-ლგბტქი რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობის ადგილი არ არის. „ლგბტქ+ თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება პრიორიტეტული უნდა იყოს. ადამიანები იმსახურებენ შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას. აქედან მინდა გამოვხატო სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ მიმართ“, - განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარული სესიის გახსნაზე. „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დღეს, ორი პირი დააკავეს  

რობერტა მეცოლა: კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას „15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას,“ – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

რობერტა მეცოლა: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად, 2023 წლის დასრულებამდე უნდა დაიწყოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, მილიონებით ადამიანისთვის, რომლებიც ევროპას თავის სახლად მიიჩნევენ, იმედის გაცრუება არ ღირს. მეცოლას თქმით, უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების იმედი არ უნდა დაკარგოს. ამის შესახებ რობერტა მეცოლამ ბრიუსელში პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოსალოდნელი ვადებიც დაასახელა. „ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად 2023 წლის დასრულებამდე უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა მეცოლამ.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელს ეწვევიან

ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავლენ. ინფორმაციას ევროპული კომისია ავრცელებს. ბოლო ცნობებით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმისას სულ მცირე 1 300 ადამიანი დაიღუპა. 150-მდე ადამიანი მძევლადაა აყვანილი. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზაში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  „ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელს ეწვევიან, რათა გამოხატონ სოლიდარობა „ჰამასის“ ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ და შეხვდნენ ისრაელის ხელმძღვანელობას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

რობერტა მეცოლა: გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს - ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას

გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს. „გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს. ევროპარლამენტი მიესალმება იმ ქვეყნების პროგრესს, რომლების ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვიან. ევროკომისიის დღევანდელმა რეკომენდაციებმა განახლებული იმედი და ნათელი ევროპული გზა მისცა მილიონობით ხალხს თავისუფლებით, მშვიდობითა და სტაბილურობით სავსე მომავლისკენ. მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა კარგ გზაზე იმყოფებიან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მას შემდეგ, რაც მოთხოვნები შესრულდება,” - წერს მეცოლა.  

მეცოლა: ვიმედოვნებთ, არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, ევროკავშირის გაფართოება ორმხრივი სარგებელია

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერია. „ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება იყო ყველაზე წარმატებული და ძლიერი ინსტრუმენტი. ეს არის ორმხრივი სარგებელი ყველასთვის. ჩვენ ეს წარსულში ვნახეთ. დღეს ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, რადგან თუ ჩვენ ვიძლევით იმედს, ამას თან უნდა ახლდეს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. სხვა შემთხვევაში, იმედი გაქრება და მეორე, ამ სიცარიელეს შეავსებენ ისინი, ვინც ხელს უწყობს არასტაბილურობას ჩვენს უშუალო სამეზებლოში. ეს არცერთ ჩვენგანს არ სურს. ჩვენ დღეს და ხვალ გავაგზავნით მკაფიო შეტყობინებებს. როგორც მანამდე ვთქვით, ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას პირველ რიგში უკრაინასა და მოლდოვაზე, ასევე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე. ჩვენ მივესალმებით და გავაგრძელებთ შემდეგი ნაბიჯების განხილვას,“ – განაცხადა რობერტა მეცოლამ. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.  

უკრაინამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა, იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას - მეცოლა

უკრაინამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა, იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა. „შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია. გაფართოებასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია, რომ ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია. უკრაინას უნდა მიეცეს მორალური, პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ის იმსახურებს და ეს ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. იგივე ეხება მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. მე ევროპული საბჭოს ყველა სხდომაზე ვამბობ, რომ ჩვენ ვისურვებდით ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. არ მჯერა, რომ ახლა 2023 წლის დეკემბერია და ჩვენ ჯერ კიდევ ვსაუბრობთ ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეების შენგენის ზონაში გაწევრიანებაზე,“ – განაცხადა რობერტა მეცოლამ.    

რობერტა მეცოლა: ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე უფრო მეტი უნდა დახარჯოს. მეცოლა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ NATO-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. „ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ და ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით თუ რა საშიშროებაც შეიძლება მოჰყვეს მას, მაგრამ ასევე მტკიცედ უნდა გავიაზროთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო,“ - აღნიშნა რობერტა მეცოლამ. ესტონეთის პრემიერი ტრამპის განცხადებაზე: შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს  

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე, მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.  ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს. „შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და რობერტა მეცოლამ განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. შესაბამისი პოსტი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას X-ის გვერდზე გავრცელდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება საკვანძო, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე,“ - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.  

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტთან „გაუგებრობის“ ამოწურვასა და აშშ-სთან პარტნიორობაში გარკვეულ „სისუსტეებზე“ საუბრობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კარგია, რომ ევროპარლამენტში პრაქტიკა შეიცვალა და უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება.“ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. „ქალბატონ რობერტა მეცოლასთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისთვის, თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია, რა თქმა უნდა, ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის, ქალბატონ მეცოლას იმისთვის, რომ დამკვიდრდა ამის შემდეგ უკვე სწორი პრაქტიკა. ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციებმა გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რაც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა, ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში. შესაბამისად, ლოგიკურად ასე უნდა ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ვივარაუდოთ და გამოვთქვათ ოპტიმისტურად იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით. უახლოეს მომავალში, ზაფხულში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროპარლამენტი თავიდან დაკომპლექტდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის იმისთვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა,“ - განაცხადა კობახიძემ. მან აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისს სურს, გააღრმაოს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ჩინეთთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კერძოდ, ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა ჯერ ჩინეთის ელჩთან და შემდეგ ამერიკის ელჩთან გამართულ შეხვედრას და აქედან გამომდინარე იმას, „ხომ არ გადაალაგა პრიორიტეტები“ საქართველომ. „პრიორიტეტები არამხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა და შესაბამისად, პრიორიტეტები ორმხრივად განისაზღვრება. ჩინეთისგან ვხედავთ პარტნიორობის გარღმავების ინტერესს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატა. გააქტიურებულია ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები. ჩინური კომპანიები აქტიურად ჩართულნი არიან ჩართულნი ეკონომიკურ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო პარტნიორობის განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები, კოვიდის შემდეგ აღსდგა ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ. „რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების განმავლობაში გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებში, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან, არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოითქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყო სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის. გავიმეორებ ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან, დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის ქვეყნებთან. გავიმეორებ, ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი, აქედან გამომდინარე, ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ წარიმართება პროცესები სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი, ჩვენ გვინდა როგორც აშშ-სთან, ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება,“ - განაცხადა კობახიძემ. მან ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.  

უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ, ევროკავშირი უნდა იყოს უკრაინის ფარი - მეცოლა

21 მარტს ბრიუსელში EU-ის ორდღიანი სამიტი დაიწყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ ევროკავშირი უნდა იყოს უკრაინის ფარი. „მე ძალიან მკაფიოდ ავუხსენი ევროპარლამენტის პოზიცია ლიდერებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინას მივაწოდოთ მისთვის საჭირო აღჭურვილობა. რიტორიკიდან მოქმედებაზე გადასვლის დრო დადგა. უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს. ასე რომ, ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ, როგორც უკრაინის ფარი," - განაცხადა მეცოლამ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მან, გუშინ 20 მარტს, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრისას დააფიქსირა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სანქციები, დავხუროთ ყველა ხარვეზი და მათი გვერდის ავლის გზები. ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი გაფართოების პროცესში და გამოვიყენოთ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ავტონომიური სავაჭრო ზომები და ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ფერმერები და ჩვენი შიდა ბაზარი. ამ შემთხვევაში დროს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა," - აღნიშნა მეცოლამ. მისივე თქმით, ევროპამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად. „ეს არის ზუსტად ის, რასაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის მოქალაქე ელის ევროკავშირისგან და რისკენაც ევროპარლამენტი მოუწოდებს - "გაფართოებული ევროკავშირი, მკაფიო მიზნებზე, კრიტერიუმებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული წევრობით, იქნება საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ჩვენს კონტინენტზე," - განაცხადა მეცოლამ.